სოსო გოგაშვილი – ეს არ არის ერთი სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაცია

ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის ფაილების გამოჟონა დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის გარეთ დაიგეგმა. ამ გეგმის მიზანი ეკლესიის და “ქართული ოცნების” დისკრედიტაციაა, – ამის შესახებ სუსის უფროსოს ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს.
“ამ ფაილების გამოქვეყნება ჩემთვის იყო უფრო დასკვნით ეტაპზე გადასვლა რაღაცა დიდი გეგმის, ანუ ის ადამიანი, ვინც დააორგანიზა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მას მიზნად ჰქონდა ეკლესიის დაზიანება ბოლომდე და ამავდროულად, ამით “ქართული ოცნებაც” დაზიანდა რაღაც ფორმით. ეს არის ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ ახლა მუშაობს, ის წინა ხელისუფების დროსაც შეიძლება მუშაობდა. ამავდროულად, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გეგმა საქართველოშია შედგენილი, არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაიგეგმა ქვეყნის გარეთ, იმ ქვეყანაში, სადაც ინტერესია აი, ამ მიმართულებით”, – განაცხადა გოგაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქციაში”.
როგორც გოგაშვილი აცხადებს, გარეთ გამოტანილი ფაილები არ არის ერთი სამსახურიდან გამოტანილი ინფორმაცია.
“ეს ერთი კაცის გაკეთებული არ იქნებოდა, ჩვენ ელექტრონულ ინფორმაციასთან წვდომა არ გვქონდა. ხოჯევანიშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ჩვენ ვიღებდით ამობეჭდილ ინფორმაციას. ეს არ არის ერთი სამსახურიდან გამოჟონილი ინფორმაცია. მე როდესაც ჩემთვის ვფიქრობდი, რაღაც დასკვნებამდე მივედი. ამაზე პასუხისმგებელი იყო IT სამსახური. ვინც ამ სამსახურში იჯდა, მას შეეძლო გადმოტვირთვა ყველა ინფორმაცია. ბოლო ინფორმაცია არის მარტის. შეიძლება ნახვა ვინ მუშაობდა მარტში იქ” – განაცხადა გოგაშვილმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


