Logo

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ

საზოგადოება
1223
Frontnews image description

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაორმაგებას  ითხოვენ და აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.

 

სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება ანაზღაურება 360 ლარს შეადგენს, რაც არსებობისთვის საკმარისი არ არის, სამუშაო პირობები კი მძიმეა.

 

“სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან, ორშაბათიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს“ – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

თაგები:

აქცია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები