სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლის ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 6 წელი გავიდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მინისტრმა ივანე გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ივანე გოლაშვილი 2017 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
თაგები:
ივანე გოლაშვილი




