Logo

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამართალი
12.05.2025 / 21:38
78
Frontnews image description

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ კორესპონდენტს მარიამ მაკასარაშვილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მარიამ მაკასარაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო.

 

თაგები:

გამოძიება
Advertisement