"სრული განადგურება" - ტრამპმა ირანზე "სერიოზული დარტყმა" დააანონსა

ავტორი
Front News საქართველო
8 მარტის ღამეს ირანი შეერთებული შტატებისა და ისრაელისგან ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ირანმა, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიდის, ბოდიში მოიხადა და დანებდა თავის ახლო აღმოსავლელ მეზობლებს, პირობა დადო, რომ მათ აღარ ესროდა. ეს დაპირება მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის შეუჩერებელი თავდასხმის გამო იყო მიცემული. ისინი ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდებას და მართვას ცდილობდნენ", - წერს ტრამპი.
მისი თქმით, ათასობით წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი მიმდებარე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა.
მათ მითხრეს: „მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ“. მე ვუთხარი: „არაფრის!“ ირანი აღარ არის „მოძალადე“ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ისინი არიან „დამარცხებულები ახლო აღმოსავლეთში“ და ასე იქნება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ვიდრე არ დანებდებიან ან, უფრო სავარაუდოა, სრულად არ დაიშლებიან! დღეს ირანს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებენ!
ირანის ცუდი ქცევის გამო სერიოზულად განიხილება სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც ამ მომენტამდე სამიზნეებად არ განიხილებოდნენ", – წერს ტრამპი.
28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. შურისძიების მიზნით, ირანის არმიამ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელა, მათ შორის იყვნენ ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და აზერბაიჯანი. ასევე დარტყმა მიაყენეს კვიპროსში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზას, რამაც ევროპაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის მზადება გამოიწვია.
5 მარტს, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ ეტაპზე გადადის. კერძოდ, ისრაელის არმია გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს მიწისქვეშა საწყობებზე, სადაც თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს მალავს.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანში ხელმძღვანელობის სრული შეცვლა სურს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას "კარგი ლიდერის" როლისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ამერიკული ჯარების სახმელეთო შეჭრისთვის. მან უარყო ვაშინგტონთან ნებისმიერი მოლაპარაკება და ხაზი გაუსვა იმას, რომ თეირანმა არ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.
6 მარტს, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.
თაგები:
დონალდ ტრამპი




