Logo

“სრულიად ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის”

საზოგადოება
546
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.

"სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო – ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი – ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე, დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

მეგობარმა ელჩებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს მზადყოფნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც უნდა შეეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement