სტოლტენბერგი – დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ნატო გააგრძელებს უკრაინელების დახმარებას პოზიციების განმტკიცებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.
“დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, რომ უკრაინის პოზიციების მაქსიმალურად ძლიერი იყოს და დავეხმაროთ მას სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერად დარჩეს”, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მისი თქმით, ამის საუკეთესო გზა არის ძლიერი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების უზრუნველყოფა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს