სტოლტენბერგი – გადაწყვეტილებას 30-ვე მოკავშირე მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განცხადებას გამოეხმაურა.
“გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას 30-ვე მოკავშირე მიიღებს. გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ახლა ორიენტირებულია უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერასა და რუსული შეჭრისგან დაცვაზე დახმარებაზე და ახლა ეს არის ნატოს მოკავშირეების მთავარი მიზანი.
პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიაზე ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადს წარადგენს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს