სტოლტენბერგი – კრემლს სხვა ევროპა სურს, ის, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს, უკან დასახევი გზა არ არის


ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია უკრაინელების გამარჯვებაში დახმარება, რადგან ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია, – ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს ახალ ომს და ახალ თავდასხმებს. და არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მან შეცვალა თავისი ამბიციები”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება, რათა გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში.
“ზოგი შიშობს, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ შესაძლოა, ესკალაცია გაზარდოს. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები, მაგრამ ყველაზე დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის გზავნილი იქნება ის, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ძალა, რათა მიიღონ ის, რაც სურთ.
აქედან გამომდინარე, უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალურად სწორია, არამედ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია… უკან დასახევი გზა არ არის. კრემლს სხვა ევროპა სურს, ის, სადაც რუსეთი აკონტროლებს თავის მეზობლებს, ამიტომ, ომი უკრაინაში აჩვენებს, რომ უსაფრთხოება არა რეგიონალური, არამედ გლობალურია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს