სტოლტენბერგი – მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ გაიმარჯვებს უკრაინა

ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრიანის მიმართ კრიტიკული და უპრეცედენტო მხარდაჭერა გაგრძელდება.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა ალიანსისთვის მოულოდნელი არ იყო და მზად იყვნენ მსგავსი სიტუაციებისთვის 2014 წლის შემდეგ.
“ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ნატომ განახორციელა ჩვენი ალიანსის ყველაზე დიდი გაძლიერება, ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, მეტი ყოფნით ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი.
ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭიროება იქნება და ალიანსი უკან არ დაიხევს.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


