სტოლტენბერგი – ნატოს ქვეყნები მზად არიან, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა გადასცენ


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნაზე, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეატყობინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების კრიტიკული საჭიროებების შესახებ.
“ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის. ამიტომ, მე ველი მალე ახალ განცხადებებს საჰაერო თავდაცვის შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ის ასევე მიესალმა გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დამატებითი “პატრიოტის” სისტემების მიწოდების შესახებ.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პატრიოტების გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომელთა მოწოდებაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP/T.
“ბევრმა მოკავშირემ, რომლებსაც სისტემა არ გააჩნიათ, პირობა დადო, რომ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ მათ შესყიდვას უკრაინისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეებმა გულდასმით უნდა მოძებნონ თავიანთი მარაგი და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და ჭურვების მიწოდება.
“უკრაინა იყენებს ჩვენს მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად. ეს ყველას უფრო დაცულს გვხდის. ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს