სტოლტენბერგი – ომის ამ გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრძოლები სოლედარისა და ბახმუტისთვის გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერება რუსეთის წინააღმდეგ ომში.
“ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და სოლედარის გარშემო აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, რომლებიც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმება აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის უახლეს განცხადებებს, რომ ისინი უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და მსუბუქ ტანკებს მალე გადასცემენ, ისევე როგორც ნატოს ყველა მოკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს უპრეცედენტო მხარდაჭერას.
“ჩვენი მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. ომის ამ გადამწყვეტ პერიოდში, ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს