სტოლტენბერგი – პუტინი არ ჩერდება, დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი დახმარებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად დიდი ხნით უნდა მოემზადონ, რადგან რუსეთს ომის ესკალაცია სურს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
“პრეზიდენტი პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის აპირებს ომის გაგრძელებას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, აგრესორი ქვეყანა აძლიერებს სამხედრო ინდუსტრიულ წარმოებას და “მიმართავს ავტორიტარულ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი ან ჩრდილოეთ კორეა და სხვა, რათა შეეცადოს მეტი იარაღის მოპოვებას“. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას კიდევ დიდხანს დაუჭირონ მხარი ამუნიციით, იარაღით და სათადარიგო ნაწილებით.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჭურვების დეფიციტი შეინიშნება რუსეთშიც, რომელიც ახლა ცდილობს დახმარება ჩინეთში იპოვოს.
ამასთან, სტოლტენბერგმა არ გამორიცხა უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანას უკვე მიეწოდება საკმარისი სამხედრო ტექნიკა დეოკუპაციისთვის.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს