სტოლტენბერგი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა აღარასოდეს იბრძოლოს უკრაინის წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
ნატოს ესმის, რომ უკრაინას დახმარება სჭირდება რუსეთზე გამარჯვების შემდეგაც კი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთი აღარასოდეს შეებრძოლოს უკრაინას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო ახლა უკრაინის მხარდასაჭერად მრავალწლიან ინიციატივაზე მუშაობს.
“ეს დაგეხმარებათ საბჭოთა ტექნიკის ეპოქიდან ნატოს აღჭურვილობასა და პოლიტიკაზე გადასვლაში. ეს იქნება ნატოსთან სრული თანამშრომლობა. ეს დააყენებს უკრაინას მის კუთვნილ ადგილზე ევროატლანტიკურ ოჯახში. უკრაინის მომავალი ნატოშია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


