Logo

სტოლტენბერგი – უკრაინა ახლა მზად არის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დასაბრუნებლად

უკრაინა
1305
Frontnews image description

ნატო დარწმუნებულია, რომ უკრაინა მზადაა დაიბრუნოს კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მასშტაბური კონტრშეტევისთვის მომზადების ფონზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“დარწმუნებული ვარ, ისინი ახლა შეძლებენ კიდევ უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში რამშტაინის საავიაციო ბაზაზე შეხვედრის შემდეგ.

 

მისი თქმით, მოკავშირეები ახლა ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთის არაპროვოცირებული შემოჭრა, ომის დასრულების შემდეგ კი კიევმა შეძლოს “შეკავება ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად”.

 

მისივე თქმით, აუცილებელია პუტინის აგრესიის შეჩერება.

 

“ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე, მაგრამ როგორც კი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი ვეღარ გაანადგურებს უსაფრთხოებას ევროპაში მეორე შემოჭრის გზით.

 

ასე რომ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ სანდო ჩარჩოზე, უსაფრთხოების მექანიზმებზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინი ვერ დაესხმება სუვერენულ სახელმწიფოს. მე ზუსტად ვერ ვიტყვი, როგორი იქნება ეს, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, შევაჩეროთ პუტინის აგრესიული ქცევის ეს მოდელი. უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს მომავალში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Advertisement