
ავტორი
Front News საქართველო
ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას გაუწიეს უპრეცედენტო სამხედრო დახმარება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, ტანკები და საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“მთლიანობაში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით, ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს. უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი უკვე მიწოდებულია – ეს არის 1550-ზე მეტ ჯავშანტექნიკა, 230 ტანკი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, პარტნიორების მხარდაჭერით გაიწვრთნა და აღიჭურვა უკრაინული 9 ახალი ჯავშანბრიგადა.
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს მისცემს უკრაინას მტკიცე პოზიციას ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი აღდგენისთვის.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს