Logo

სტოლტენბერგი – უკრაინის აუცილებელი იარაღით მომარაგება მშვიდობისკენ უსწრაფესი გზაა

უკრაინა
1098
Frontnews image description

ნატო-მ მოუწოდა გერმანიას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა ქვეყნებს, გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან ეს არის ყველაზე სწრაფი გზა მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ უსწრაფესი გზაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, უკრაინის თავდასხმები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე აბსოლუტურად ლეგალურია.

 

“ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, უკრაინასაც”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა უკრაინის საშუალო რადიუსის რაკეტების მიწოდებას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ “მიმდინარეობს დიალოგი მოკავშირეებსა და უკრაინას შორის კონკრეტულ სისტემებთან დაკავშირებით“.

Advertisement