სტოლტენბერგი – უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ დაგვიანებული არ არის, დიდი დახმარება უკვე გზაშია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში გამარჯვება, რადგან მისი მოკავშირეების დახმარება გადაცემის პროცესშია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას არ გაუწიეს ის დახმარება, რასაც ადრე დაჰპირდნენ, შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ უზრუნველყო დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპული საბრძოლო მასალის მარაგი გაცილებით დაბალია იმ დონესთან შედარებით, რასაც დაჰპირდნენ, ასეთ შეფერხებებს კი შედეგები აქვს.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას აკლდა საჰაერო თავდაცვა, რაც საშუალებას აძლევდა რუსულ რაკეტებსა და დრონებს დაერტყათ სამიზნეები. ასევე, უკრაინელ დამცველებს აკლდათ შორი მოქმედების რაკეტები, რაც ოკუპანტებს მეტი ძალების კონცენტრირების საშუალებას აძლევდა.
“მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის, რადგან დიდი მხარდაჭერა უკვე გზაშია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინის დასახმარებლად, ხოლო ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ახალი იარაღის მიწოდება გამოაცხადეს.
“ახლა ჩვენი მოვალეობაა ეს ვალდებულებები გადავაქციოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის რეალურ მიწოდებად – და ეს სწრაფად გავაკეთოთ“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თაგები:
იენს სტოლტენბერგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს