Logo

სტოლტენბერგს შემოდგომაზე ნატოს გენერალური მდივნის პოსტის დატოვება სურს

შემთხვევა
528
Frontnews image description

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აპირებს თანამდებობა შემოდგომაზე დატოვოს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ Der Spiegel წერს.

 

“ის არ აპირებს მანდატის გახანგრძლივებას”, – აღნიშნა მისმა პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ.

 

სტოლტენბერგს მანდატი უკვე სამჯერ გაუგრძელდა და ის ამ თანამდებობაზე თითქმის ცხრა წელია, მუშაობს.

 

ბოლო დროს არაერთი ვარაუდი გავრცელდა, რომ 63 წლის სტოლტენბერგის უფლებამოსილება შეიძლება კიდევ ერთხელ გაგრძელდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე. საუბარი იყო მისი უფლებამოსილების 2024 წლამდე გაგრძელებაზე.

Advertisement