“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”


ავტორი
Front News საქართველო
,,დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას და დაადასტურა, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენებით, მშვიდობიანად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
ჩვენმა ხელისუფლებამ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების უზარმაზარი შრომის შედეგად, მიაღწია ამ დიდ გამარჯვებას და მე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას ვინც დაუღალავად შრომობდა საქართველოს ინტერესების დასაცავად.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვულოცავ ამ დიდი გამარჯვებას!" – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს