Logo

სტრასბურგის სასამართლოში საიამ "რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით დავა მოიგო

სამართალი
174
Frontnews image description

სტრასბურგის სასამართლოში საიამ "რუსული კანონის" წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით დავა მოიგო, - ამის შესახებ საიას განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-6 (1) და მე-11 მუხლების დარღვევა.

"სტრასბურგის სასამართლოში საიამ "რუსული კანონის" წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით დავა მოიგო. 

სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-6 (1) და მე-11 მუხლების დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში მოიცვა მე-10 მუხლით დაცული უფლება.  

გიორგი მექვაბიშვილის საქმე არ არის იზოლირებული შემთხვევა და საია უკვე წლობით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული ცვლილების საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, აქციის კონტექსტში თვითნებური დაკავებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

საია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები