Logo

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შარლ მიშელს მიმართავენ

პოლიტიკა
1417
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს და სთხოვეს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა “ქართულმა ოცნებამ” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.

 

“28 ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად დაარღვია 19 აპრილით ნაკისრი ვალდებულებები. მან უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდები, აქტიურად ვართ ჩართული ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში, ჩვენ გვინდა გვქონდეს ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანა, სადაც ჩვენი მშობლები არ მიდიან საზღვრებს მიღმა სამუშაოს საძიებლად და ქვეყანა, სადაც მოხუცებს აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები. ასეთ საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ. ვიცით, რომ ევროპული მომავალი არის ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

 

გვინდა შარლ მიშელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის, ხმა მივაწვდინოთ და ვთხოვოთ: ჩაერთოს აქტიურად პროცესებში, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები”, – აცხადებენ ახალგაზრდები.

Advertisement