Logo

სულხან თამაზაშვილი - აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება

რეგიონები
118
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის წარმომადგენლები აფხაზური ენის სწავლების პროგრამას გაეცნენ. აჭარის მთავრობის ხელშეწყობითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა უკვე ათი წელია, ისწავლება.

სიტყვით გამოსვლისას სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება.

"აფხაზური ენის სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ენის დაუფლებას, ეს არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის გაზიარება", - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის სწავლების პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის თეატრალურ დასმა მიუზიკლი „ლამპიონები“ წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის,  აფხაზეთის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები