Logo

სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

რეგიონები
75
Frontnews image description

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წარმოდგენას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა. მსახიობებმა აუდიტორიას კლასიკური ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნიმუშის განახლებული ვერსია შესთავაზეს.

პრემიერას, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები