სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმატებული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან.
აღსანიშნავია, რომ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობები, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


