სულხან თამაზაშვილი - დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
"ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების ხელშეწყობა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მსგავსი ინვესტიციები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
"ეს პროექტი, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს, არამედ ემსახურება ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, ამ მხრივ აჭარის რეგიონი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენი მიზანია ოთხივე სეზონზე ვიყოთ მიზიდულობის ცენტრი, რათა ის შესაძლებლობები რაც ტურიზმს მოაქვს მოხმარდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს