სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ენერგოსისტემებში. ასევე, აღინიშნა, რომ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება აჭარაში შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
Eksim Holding-ის საქმიანობა მოიცავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ელექტროენერგიის წარმოებას ჰიდროავტომატების საშუალებით. „აჭარ ენერჯი-2007“ რეგიონში 2010 წლიდან ოპერირებს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ უკვე განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


