სულხან თამაზაშვილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
სულხან თამაზაშვილმა სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას და ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს საქართველოს წინსვლასა და გაძლიერებას.
"თითოეული თქვენგანის ხმა არის ძალა, რომელიც ქმნის უკეთეს მომავალს. მე მჯერა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და ერთად დგომით ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს საქართველოს წინსვლასა და გაძლიერებას", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა დიასამიძე არის ღირსეული კანდიდატი და ის უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეებს და ამბიციური გეგმებით ხელვაჩაურს მეტად განავითარებს.
ხელვაჩაურელ მხარდამჭერებს, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სიტყვით მიმართეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა არჩილ მხეიძემ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


