სულხან თამაზაშვილი - მაქსიმალურად ვცდილობთ სრულად ავითვისოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი


ავტორი
Front News საქართველო
გადაცემაში ,,იმედის კვირა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი ავითვისოთ. კურორტ გოდერძიზე 40-მდე ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ნაწილიც უკვე დასრულებულია. ჯამში, ველოდებით 250 მილიონამდე ლარის ინვესტიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აუცილებლად არის სისრულეში მოსაყვანი“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
აჭარის მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობის და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმამ კურორტი გოდერძი ევროპის საუკეთესო ზამთრის კურორტად დაასახელა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს