Logo

სულხან თამაზაშვილი მიხეილ დუნდუას შეხვდა

რეგიონები
226
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორს ტარიელ ჭულუხაძეს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბათუმის ფილიალში, სხვადასხვა მიმართულებით, 200-ზე მეტმა საჯარო მოხელემ გაიარა გადამზადება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების გაგრძელების აუცილებლობას, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარებასა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს რეგიონში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები