სულხან თამაზაშვილი - მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს

ავტორი
Front News საქართველო
რეგიონის ეკონომიკა მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, რაც ფინანსური დოკუმენტების მაჩვენებლებითაც დასტურდება, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.
"2026 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დავასრულეთ. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 800 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები ნიშნავს იმას, რომ რეგიონის ეკონომიკა მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას განაგრძობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობა და შესაბამისად, დასაქმების დინამიკა აჭარაში მზარდია.
მილიარდზე მეტი მოცულობის ბიუჯეტი უპირველეს ყოვლისა არის მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბიუჯეტის ზრდა რა თქმა უნდა ნიშნავს, კიდევ უფრო მეტ პროგრამას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებებით“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


