სულხან თამაზაშვილი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს გრემ კუკს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აჭარის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის სექტორში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, განიხილეს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე რეგიონის კიდევ უფრო წარმოჩენის შესაძლებლობები.
სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა გრემ კუკს ბათუმის პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აჭარაში მიმდინარეობს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც აძლიერებს აჭარის პოზიციებს როგორც ტურისტული, ასევე, საინვესტიციო მიმართულებით.
ოფიციალურ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


