Logo

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

პოლიტიკა
263
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვილაიათ ეივაზოვთან.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები იქნება.

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი იმყოფება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები