სულხან თამაზაშვილი პარტია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან დათა კობალაძესთან ერთად ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ფორმატის არაფორმალური შეხვედრები ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაღრმავებას, ინიციატივებისა და იდეების გაცვლას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას მიეძღვნა. ბაღი ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს რეგიონში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ რეგიონის განვითარების პროცესებში.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს