Logo

სულხან თამაზაშვილი - საარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია ერთობა საერთო მიზნის მისაღწევად

რეგიონები
164
Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრას აჭარის რეგიონიდან სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ვეტერანი სპორტსმენები.

შეხვედრაზე, რეგიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა მიმოიხილეს. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.

"მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა საერთო მიზნის მისაღწევად. ჩვენი საერთო მიზანი და სლოგანი კი, რა თქმა უნდა არის - მეტი განვითარება აჭარას. დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რას ნიშნავს და როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პოლიტიკით ქვეყნის განვითარებასთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები არიან, რომლებიც  რეგიონის განვითარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ.

"ჩვენი პარტიის ამოცანაა, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები, რომლებიც მაქსიმუმს გააკეთებენ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ თქვენი სრული მხარდაჭერა და 4 ოქტომბერს დავანახებთ ყველას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა და განვითარება", – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

Advertisement