სულხან თამაზაშვილი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტსმენები აჭარიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ მათგანს აუცილებლად ექნება მხარდაჭერა.
სპორტის ხელშეწყობა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონიდან უკვე 10-მდე ევროპის ჩემპიონი და 80-მდე საქართველოს ჩემპიონია. რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ესწრებოდნენ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს