სულხან თამაზაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ელჩს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების, ასევე, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
სულხან თამაზაშვილმა ელჩს და ტაჯიკ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ ქოქოლაძე.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს