
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს