სულხან თამაზაშვილი საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.
სულხან თამაზაშვილმა მოსწავლეების შთაბეჭდილებები და მოსაზრებები მოისმინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განათლება არის საქართველოს მომავლის მთავარი საყრდენი. ხოლო, ახალგაზრდების აქტიურობა და მონდომება მნიშვნელოვანია ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს აჭარის მთავრობის მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
საზაფხულო ბანაკი კურორტ გოდერძიზე აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
პროექტის ფარგლებში, ივლისსა და აგვისტოში ათი საზაფხულო ბანაკი 300-ზე მეტ მოსწავლეს მასპინძლობს.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს