Logo

სულხან თამაზაშვილი საზღვაო აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
128
Frontnews image description

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პირველკურსელებისთვის და წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა, ხოლო კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, საზღვაო სექტორის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რისთვისაც რეგიონში აქტიურად გაგრძელდება საზღვაო განათლების მხარდაჭერა.

"მეზღვაურობა განსაკუთრებული პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, სიმამაცეს, თავდადებას, განსაკუთრებულ დისციპლინასა და მუდმივ მზადყოფნას.

ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარება საჭიროებს განათლებულ და კვალიფიციურ კადრებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში და პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება.

დარწმუნებული ვარ, საზღაო აკადემიის სტუდენტები მიღებული ცოდნითა და პროფესიული შემართებით ღირსეულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის საზღვაო ისტორიაში", – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საზღვაო აკადემიის  ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკული სწავლებაა დანერგილი, რაც სტუდენტების შემდგომ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

Advertisement