სულხან თამაზაშვილი თინათინ რუხაძეს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ რეგიონში ახალი სტრუქტურის - კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბებამ, აღნიშნულ სფეროს კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობა მისცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში კულტურის სფერო კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ინოვაციური კულტურული ინიციატივების მხარდაჭერასა და ახალგაზრდების შემოქმედებით პროცესებში ჩართვის შესაძლებლობებზე.
ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძემ ასევე, შეხვედრა გამართა აჭარის კულტურის მინისტრთან ელისო ბოლქვაძესთან.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს