
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი განახლდა და 30-ზე მეტი ახალი ავტომობილი დაემატა, რაც რეგიონში საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო სივრცეები, ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.
სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს