Logo

სულხან თამაზაშვილმა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
122
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან შალვა თადუმაძესთან ერთად, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან, დეტალური ინფორმაცია მოისმინა მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ.

სულხან თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლების სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები