Logo

სულხან თამაზაშვილმა ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

სამართალი
130
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან,  მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო, როგორც საბიუჯეტო პარამეტრებს, ასევე  მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს. 

სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული კუთხით, შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები