Logo

სულხან თამაზაშვილმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო თათბირი გამართა

სამართალი
237
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრი  სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტების თანამშრომლებს მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები