
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საპოლიციო მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს გაესაუბრა და სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს