Logo

სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
272
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მნიშვნელოვან როლს  გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების,  მათ შორის  მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის  მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები  აქტიურად გაგრძელდება.

სულხან თამაზაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა დანაშაულის პრევენციის,  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა  და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები