Logo

სულხან თამაზაშვილმა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

სამართალი
130
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტის დირექტორებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა სამინისტროს ამოცანების ეფექტურად შესრულებაში, სხვადასხვა დანაყოფის  მჭიდრო კოორდინაციის  მნიშვნელობას.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები