სუმის ოლქში რუსებმა სამოქალაქო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს – ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებს არ უშვებენ


ავტორი
Front News საქართველო
სუმის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სამოქალაქო პირების ავტობუსს ტანკიდან ესროლეს. დაშავებულების ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.
სუმის ოლქის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებს არ უშვებენ, მიმდებარე ტერიტორია დანაღმულია.
ამ დროისთვის დაშავებულების დახმარებას ამბულატორიის ექიმები ცდილობენ, რომლებიც შემთხვევის ადგილისკენ ფეხით გადაადგილდებიან.
“ვეცდებით როგორმე ადგილზე მივიდეთ და დავეხმაროთ, დეტალები მოგვიანებით”, – წერს ჟივიცკი.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს