სუნაკი – ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს, მთელ ქვეყანას მეფის სრული გამოჯანმრთელების იმედი აქვს


ავტორი
Front News საქართველო
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამეს სიმსივნის დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთელ ქვეყანას მეფის სრული გამოჯანმრთელების იმედი აქვს.
სუნაკის თქმით, ის “შოკირებული და დამწუხრებული იყო” ამ ამბის გამო.
“ჩვენი ფიქრები მასთან და მის ოჯახთანაა. საბედნიეროდ, დაავადება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა”, – განაცხადა მან.
ჩარლზ მესამე გეგმავს განაგრძოს თავისი პირადი მუშაობის უმეტესი ნაწილი მონარქის სახით, მათ შორის ყოველკვირეული აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დოკუმენტების გატარება. სუნაკის თქმით, ის მუდმივ კონტაქტშია მეფესთან.
“რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ჩვენ ყველა საქმეს გავაგრძელებთ“, – განაცხადა მან.
დიდი ბრიტანეთის მეფეს სიმსივნის დიაგნოზი გუშინ დაუსვეს.
თაგები:
რიში სუნაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს